ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო. ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2009-2017 წლებში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. იგი, აშშ-ის სენატორი იყო დელავერიდან 1973-2009 წლებში. პრეზიდენტობის კანდიდატად ის დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა.