ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა – ამის შესახებ “ტვ პირველს” ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში განუცხადა.
ჩვილს კორონავირუსის „დელტა“ შტამი აქვს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ჩვილს, მათი მდგომარეობაც მძიმედ ფასდება.
ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ბავშვი და 60-მდე მშობელი მკურნალობს.