,,ქართული ოცნების” ეკონომიკური სტრატეგია საშინელია და ის ივანიშვილისგანაა ნაკარნახევი- ფადი ასლი

საქართველოში ის უცხოური კომპანიები არიან წარმატებული, რომლებმაც საქმეში ,,ქართული ოცნების” ნაცნობები ჩართეს – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ფადი ასლიმ, განაცხადა. მისი შეფასებით, აშშ-ის სახაელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე გავლენა ამ გარემოებამაც გამოიწვია.

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობამ ძალიან ცუდი პოლიტიკა გაატარა უცხოელი ინვესტორების მიმართ. ინვესტორების გარკვეულ ნაწილს მოსთხოვეს, ისეთი ადამიანები ჩაერთოთ საქმეში, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან იყვნენ დაკავშირებული, საქართველოში მხოლოდ ის უცხოური კომპანიები არიან წარმატებული, რომლებმაც ინვესტიციის საქმეში ,,ქართული ოცნების” ნაცნობები ჩართეს. სხვა დანარჩენებმა კი შეწყვიტეს ინვესტიცია და წავიდნენ.

,,ქართული ოცნების სტრატეგია საშინელია და ნაკარნახევია ბიძინა ივანიშვილისგან. ამ ყველაფერმა გამოიწვია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები. – აცხადებს ფადი ასლი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ინვესტორების უნდობლობა ბიზნესგარემოს მიმართ სულ უფრო მზარდია.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, უცხოელი ბიზნესმენები აწყდებიან უამრავ პრობლემას. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის კიდევ ერთი შეგონება მმართველი ძალის მიმართ, რომ მათი ნაბიჯები ანგრევს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, როგორც საინტერესო ქვეყნის მიმზიდველობას, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი უკვე მერამდენედ მოუწოდებს და ეუბნება, რომ შეწყვიტეთ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება – აცხადებს ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

გაუარესებული საინვესტიციო გარემო -ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ინვესტორებს აშინებთ. მიზეზი სასამართლო სისტემის ირგვლივ გაჩენილი კითხვებია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები უშედეგოდ სვამენ. ისინი სისტემას მწვავედ აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ სასამართლოს კომპეტენცია აკლია. ხშირად კი სამართალიც შერჩევითია.

ბიზნესდავებზე პროცესები გაჭიანურებულია, სასამართლო კი ვერ უზრუნველყოფს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად განხილვას- ეს არის ამონარიდი  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, სადაც წერია, რომ  მზარდია ინვესტორების უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share