” არავითარი ვალდებულება არ მაქვს მე ამ მთავრობის წინაშე. მე ეგენი არ მომიყვანია და ეხლა თავს ნუ ისუსელელბთ ექსპერტობით. თქვენვე გაიყვანეთ სცენიდან რა, ჩვენ ნუ გადმოგვდეთ ეხლა ეს ვალდებულება, რომ მე გავიდე ქუჩაში, მე ვიომო… რატო? შენ არ ამბობდი, რომ ღმერთი ჩამოვიდა ციდანო? ჰოდა, მიდი ეხლა შენ იომე, მე თავი დამანებე და სართოდ, ამ მთავრობასთან რა მაქ სათქმელი? საწყალი ხალხი საერთოდ გონზე არ არის პოლიტიკის, გეოპოლიტიკას და გეოსტრატეგიას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ.
ოპოზიცია, აზრზე მოდით ეხლა!ჩამოიჭერით ის რაღაც ამბიციური პოლიტიკური ფრთები, რომლებსაც ატყალშუნებთ ყოველდღე, მოაშორეთ ის ტთქვენი დიპლომები ყოველდღე რო ცხვირში გვირახუნებთ: სორბონა, ოქსფორდი, კემბრიჯი, იელი… მე, პირადად, არსად არ მისწავლია უცხოეთში, ერთი საწყალი თეატრალური ინსტიტუტის დიპლომი მაქვს და ძალიან გთხოვთ, გონს მოდით! თუ მართლა ფიქრობთ თქვენს სამშობლოზე, მაშინ გაანებეთ თავი ამ მეტიჩრობას, მატრაკვეცობას- აი, მე შარლ მიშელს ის ვუთხარი, მან ეგ მიპასუხა… მაგის დრო არ არი ეხლა. ომია, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! ომია და ის დროა, თქვენ ეხლა მოგწონთ ერთმანეთი თუ არ მოგწონთ კეთილი ინებეთ და გაერთიანდით ერთი იდეის გარშემო. ოღონდ ეს იდეა ის კი არ უნდა იყოს, მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაში იმიტომ რო მე სადღაც ლაოსში ვმუშაობდი 10 წელი პრეზიდენტად, არა, არავითარ შემთხევაში! მე უნდა მოვიდე იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა არ გახდეს ერთ წელიწადში გუბერნია! გაიხადეთ ეგ ლამაზი ტანსაცმელები, კოსტუმები, ბაფთები, სირცხვილია რასაც თქვენ აკეთებთ და თუ გინდათ რომ მოვიდეთ არჩევნებზე და ხმა მოგცეთ, კეთილი ინებეთ და მოიქეცით ისე, როგორც უნდა მოიქცეს კეთილსინდისიერი ოპოზიცია”! – განაცხადა მეგრელიშვილმა ტვ “პირველის” ეთერში.