გამყრელიძე: ქორწილში წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ

“თქვენ თანახმა ხართ, დღეს გამოცხადდეს ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნი? მაგრამ თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს ანუ არ წავალთ ქორწილში, არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრებას, თ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივლებზე, სადაც ათი ათასობით ადამიანია, კუს ტბაზე, ლისის ტბასა და ა.შ. თუ გავითავავისებთ, რომ ყველანი დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ [ასეთი მდგომარეობა] არ გვექნება. იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში ან სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ”.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share