“ლოგიკა არის საჭირო. რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია ძალადობა, ქაოსი. მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ასეთი მეთოდებით ბრძოლა, არასდროს გამოგვიყენებია. განსაკუთრებით, მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ პირადად მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი ჩემი და ჩემი გუნდის, ეს არის პიარიც და ჩვენი იარაღიც ოპონენტების წინააღმდეგ. ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ჩვენ ვისმენთ ეს ბოლო დღეებია, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას, არამედ ზოგადად ქალაქს, თრგუნავს ხალხს”; -განაცხადა კახა კალაძემ.