პავილიონისი: მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ გზას ირჩევენ – დასავლეთის თუ რუსეთის

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი “ქართული ოცნების” მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და მთავრობას ეკითხება, რუსეთის მიმართულებით წასვლას ირჩევენ თუ დასავლეთის.

“ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსახვავებული ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ს გევრდით ყოფნა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია – ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ.

თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიძლება”, – თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share