„დღეს სხდომაზე აირჩა თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური მხრიდან. ასე რომ, დღეიდან ინსტიტუციას ჰყავს ორი მოადგილე, რაც პროცესის ინკლუზიურობის საწყის ეტაპზე მიუთითებს“, – თქვა კალანდარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ცესკოში განხორციელებული და მიმდინარე ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობას.
„როგორც იცით, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნები გაიმართება და დღეიდან, ცესკო სრული დატვირთვით იმუშავებს იმისთვის, რომ ამ არჩევნებს მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნები და სერვისები შესთავაზოს. დღეს ჩემი ხელმძღვანელობით შედგა პირველი სხდომა, სადაც ჩვენ მივიღეთ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელია არჩევნების კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართვისთვის და განხორციელებისთვის.
ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას რომელიც მაკისრია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამომრჩეველს არ გავუცრუო იმედი და უზრუნველყო ყველა ის ნაბიჯი, რაც არჩევნების გამჭირვალე და ინკლუზიურ გარემოში ჩატარებისთვის არის აუცილებელი.
„როგორც დღეს ნახეთ სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ცესკოს ფეისბუქის მეშვეობით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ჩვენი სხდომები პირდაპირ ეთერში ხელმისაწვდომი, რაც ასევე მიუთითებს იმ სიახლეზე, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის გარანტიებს და სტანდარტების დადგენას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.