კალაძე: მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი მოზარდებმა დააზიანეს და სათვალე მოპარეს.

“როგორც იცით, ვარკეთილის სკვერში ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა და, სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, ძეგლს მოპარეს სათვალე, ნუ არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად მოზარდები არიან ვანდალიზმის ჩამდენი, უფროსები კი მშვიდად ადევნებენ თავს, ნუ რთულია, გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ. [..] მაქსიმალურად მოვუაროთ იმ პროექტებს და სამუშაოებს, რომელიც სრულდება ჩვენი მომავლისთვის”. – ამბობს კახა კალაძე

მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში  10 ივლისს გაიხსნა. ძეგლი მაჰათმა განდის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა და მის გახსნაში მონაწილეობას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებდა.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share