“ნიუ-იორკ პოსტი“ თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ავსტრალიელი შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სექსუალური ძალადობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
გამოცემის ინფორმაციით, თბილისის პოლიციას გარკვეული ინფორმაცია აქვს სავარაუდო მკვლელის შესახებ და უკვე ცნობილია, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა სამართალდამცავები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ.