აშშ-ში ვიყავი რამდენიმე კვირის წინ და იქ გავიკეთე ჯონსონის ვაქცინა. შევედი პირველ აფთიაქში, რომელიც შემხვდა და ავიცერი. იქ აცრას აკეთებს ფარმაცევტი: იქვე გაიკეთებს ხელთათმანებს, დაგარეგისტრირებს სისტემაში და აგცრის. აცრის მომენტში მქონდა ალერგია (ჭინჭრის ციება გააქტიურებული) და მიუხედავად ამისა მაინც ამცრეს. ეგ არაა პრობლემაო. ვაქცინები ყველგან და ყველასთვის არის ხელმოსაწვდომი მათ შორის ტურისტებისთვის. ხოდა კარგად ვარ და არც რქები ამომსვლია და არც ჩიპი მაქვს ჩანერგილი. მეორე დღეს სისუსტეს გრძნობ და გრიპის სიმპტომები გაქვს და მორჩა. ზოგს ესეც არ აქვს.
ხოდა ჩვენთან ექიმი გიკეთებს აცრას და საავადმყოფოში მიდიხარ ვაქცინაციისთვის ანუ ბევრად უფრო დაცული ხარ. მითუმეტეს არაფერი გაქვს სანერვიულო. აიცერით თორემ რამდენიმე კვირაში აქ ისეთი ამბავი იქნება, რომ გარეთ გასვლა აიკრძალება და სუპერმარკეტში 5 კაცზე მეტს არ შეუშვებენ. ხალხი ისევ დაკარგავს ერთადერთ შემოსავლის წყაროს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება! ძალიან საშიში ხდება ეს ყველაფერი!
ეკა გიგაური ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’