თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ატაროს და რეგულაციები დაიცვას.
„მოსახლეობა ძალიან არ იცავს რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებას, რაც აუცილებელია. ალბათ, ისევ გასამეორებელია, რომ არ არის საჭირო ამისათვის დასჯადი ღონისძიების დაწესება.
ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, მით უმეტეს, რომ დელტა ვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება“, – განაცხადა ენდელაძემ.