“13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია გაიზიარო როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. თუმცა ფაქტი ერთია – ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდება და ამას მალე დავასრულებთ.
შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია რატომ საუბრობენ 6-ზე ან 7-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება ძალიან მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს რეალობაა, რომლის წინაშეც ვართ და ჩვენი მომავალი თაობა გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებს” , – განაცხადა კახა კუჭავამ.