ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე ოზურგეთში არსებულ სიტუაცია საგანგაშოდ აფასებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
” ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოზურგეთში ბოლო დღეების. განმავლობაში შესამჩნევად გაუარესდა. 60-70 ინფიცირებული ყოველდღე _ ეს საგანგაშო ნიშნულია. თუ ყველა ერთად არ დავდგებით, არ დავიცავთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, სავალალო შედეგებს მივიღებთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, ნუ ივლით ქუჩებში ინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფები, დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე და რაც მთავარია აიცერით, _ აღნიშნავს ქუტიძე.