ძველი დროიდან მახსოვს ტელევიზიით ჭაღარა კაცი გამოდიოდა აღგზნებული ამტკიცებდა – აი ცოტაც და მთელი ქვეყნიერება ატომურ ფერფლად იქცევაო, ძაანაც დაზაფრული ყავდა ხალხი.
მახსოვს ჩემი მეზობელი შემხვდა თვალებგაფართოებული ჩქარი ნაბიჯით ადრე დილითვე ბრუნდებოდა ყანიდან – რას მოვაკლიო თავი ამ თოხს აი ქვეყანა მაინც იქცევა და მაგ სიმინდის მოტეხასაც ვეღარ მოვასწრებო! მითხრა, ვკითხე რა იცი თქო?! – აბონა ციციაშვილმა თქვაო მითხრა.
ახლ დროში იმ ჩემს მეზობელს ატომური ბობის „გატკლეცის“ დარდიც აღარა აქვს, ახლა მას უკვე სხვა შიშები აწუხებს, აი ზუსტად ისეთივე როგორიც ჩენში ძალიან ბევრს.
მოკლედ ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ის გახლავთ რისიც გვეშინია და იმათვე ვაფასებთ ვინც გვაშინებს, ვაფასებთ იმიტომ, რომ „შიშის წყაროსვე“ მიხედვით მათ სრულიადაც არ ეშინიათ იმის რითაც ჩვენ გვაშინებენ.
კახა ჩავლეშვილი