“ეს არ ყოფილა უცაბედი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. მე წლებია ვიბრძვი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და დღეს, როცა ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს სჭირდება გადარჩენა და ჩემი ექიმობა არაფერს ნიშნავს ამასთან შედარებით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება 74 წლის კაცმა. როცა ჩემი შვილი ბრძოლაშია, მე როგორ უნდა ვიყო სახლში, ან აგარაკზე წამოწოლილი.
გაუსაძლისი გახდა ბოლო წლები, იმიტომ რომ საშველს ვერ ვხედავ, გაუსაძლისი სიტუაციაა, საქართველო იღუპება”-აცხადებს ანზორ მელია, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატად, მისმა შვილმა ნიკა მელიამ დღეს წარადგინა:,
” ვექტორი, რომელსაც ასე ვაფასებთ- ევროპის ვექტორი იცვლება მოტყვილებით, ღალატით და ამის ატანა შეუძლებელია. ყველა ქართველი ვალდებულია დადგეს სიმართლის მხარეზე. ეს არჩევნები კი არ არის, არამედ რეფერენდუმია, სადაც წყდება საქართველოს ბედი. იარსებებს ის დამოუკიდებლად თუ იქნება ერთ ერთი პერიფერიული რეგიონი რუსეთისთვის.
უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ უნდა გადავტეხოთ ეს სიტუაცია.
ნიკამ ღამის 11 საათზე დამირეკა გუშინ და მითხრა, რომ კანდიდატად დამასახელებდა. მთავარი მოტივი არის ახლა ის, რომ ვუშველოთ საქართველოს. ოჯახები არიან, სადაც ბავშვები განათლებას ვერ იღებენ, იმიტომ რომ უჭირთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც განათლებულია, მაგრამ აქ ვერაფერს აკეთებენ, რადგან გზას უკეტავენ. ძალიან დაგვამსგავსეს რუსეთს ბევრი რამით, ერთმანეთის მიმართ ზიზღით მათ შორის”-აცხადებს ანზორ მელია.
„დიდი მადლობა, მამა, რომ ამ ბრძოლაში არ მიმატოვე და ამ ქვეყნის გადასარჩენად გვერდიგვერდ ვიქნებით,“ – ნიკა მელიამ ანზორ მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგინა