კახა კუჭავა – “ლანჩხუთის “გურია დღესაც წარმატებით აგრძელებს ტრადიციას საფეხბურთო აკადემიის სახელით”

“ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი ლანჩხითის საფეხნურთო კლუბ “გურიათი” რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს ტრადიციას ასპარეზობს რა ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიის სახელით” – განაცხადა დღეს, ლანჩხუთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართულ, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ერთ პატარა ფრაზაში შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა და ლანჩხუთში მიმდინარე პროცესების აბსოლიტური არ ცოდნის დემონსტრაცია მოახდინა.

პირველი და სამწუხაროდ მტავარი ის არის, რომ ლანჩხუთის “გურია” არათუ წარმატებით აგრძელებს ტრადიციას, არამედ ქვეყნის ეროვნული ლიგის მესამე ჯგუფში, მესამე ლიგაში ასპარეზობს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა სეზონის დასასრულს იმასაც დატოვებს, რადგან ბოლო ადგილზეა და მეოთხე ლიგაში გადავა, სადაც წარმატებით ლანჩხუთის “ჩიბათი” ასპარეზობს.

მეორე ისაა, რომ თავად ლანჩხუთის “გურიას” იურიდიული ფორმა ა(ა)იპ-ია და ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ექვემდებარება და ლანჩხუთის “გურიასთან” საერთო არაფერი აქვს.

დღეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა ლანჩხუთში მერობის კანდიდატად ალეკო სარიშვილი წარადგინეს, ჩოხატაურში დავით შარაშიძე. ხოლო ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე.

წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დეპუტატები უმრავლესობიდან ესწრებოდნენ.

ბევრისათვის მოულოდნელად წარდგენებს არ დასწრებია ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე ჩამოაშორეს თუ არა ირაკლი კობახიძე  პარტიის კანდიდატების პრეზენტაციის პროცესს და თუ ჩამოაშორეს რატომ? პასუხები ნინო წილოსანს, ვასილ ჩიგოგიძეს და კახა კუჭავას არ გაუციათ.

რაც შეეხება პრემიერს მან გურია კომენტარის გარეშე დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share