მერობის კანდიდატს ცოლი ფეისბუქში პასუხობს: “ტურფა სადმე დააბი”

პატრიოტთა ალიანსის ოზურგეთის მერობის კანდიდატის, მირზა ჩხიკვიშილის პოსტს, სადაც ის ყოფილ მეუღლეს ფეისბუქის პაროლების მოპარვაში და მანიპულირებაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელშივე პასუხობს მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე:

“მირზა, სანამ მე რამე დანაშაულს დამაბრალებდე, ჯერ შენს საქციელებზე იქნებ დაფიქრდე. პატრიოტი და მორწმუნე კაცი ცოლის ზურგს უკან სამარცხვინო რომანს არ აბამს ,,ვითომ მეგობრის” ცოლის დასთან.

რაც შეეხება ტელეფონს, ეგ იცი ვისი ნაჩუქარიც არის და არავის გაუტაცებია.

ყოფილი ჯერ კიდევ არ მქვია, ასე რომ შენი სილიკონიანი ტურფას ჯერ სადმე დააბი.
სამართლისაც და სიმართლისაც არ მეშინია. ცხენიც შეკაზმული მყავს.

წარმატებები ,,საქვეყნო” საქმეში (თუ კიდევ გამოგივა).

ვისაც საღი აზრი გააჩნია, ყველა მიხვდება ვინაა მართალი და ვინ მტყუანი და ასეთ ადამიანებს წინასწარ გიხდით დიდ მადლობას და გაფასებთ.

ვითომ გულშემატკივრების და სეირის მოყვარულების აზრი კი არ მაინტერესებს (შენსავით).

ესაა ჩემი ბოლო პასუხი,აღარ აგყვები! რამდენიც გინდა, წერეთ , იკითხეთ და იჩივლეთ! ხალხი ბრმა ნუ გგონია .

პ.ს. საქმეების მოგვარება ისწავლე ჯერ კაცურად, ქალებს ნუღარ დაარეკინებ .

საჯაროდ თავს მხოლოდ დამნაშავე იმართლებს ” – წერს ნანა გაზაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოზურგეთელი ცოლ-ქმარი პირად ურთიერთობებს საჯაროდ, სოციალურ ქსელში არკვევს. რამდენიმე წლის წინ მსგავსი ფაქტი ქართული ოცნების წევრ თამარ დუმბაძეს და ნაციონალური მოძრაობის წევრ ლადო ვადაჭკორიას შორის დაფიქსირდა.

ამავე თემაზე: პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატს ცოლმა ფეისბუქი მოპარა-“მტრობით წასვლა არჩია”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share