“თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს სურს, თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან ბაიდენს არ სჯერა, რომ დაჯგუფებამ მისი ფუნდამენტური შეხედულებები შეიცვალა.
„ვფიქრობ, ისინი რაღაც ტიპის ეგისტენციალურ კრიზისს განიცდიან იმის შესახებ, სურთ თუ არა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს ლეგიტიმურ მთავრობად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უნდათ“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ჯგუფი უფრო მეტად მისი რწმენების ერთგულია.
ბაიდენის თქმით, „თალიბანმა“ ასევე უნდა იზრუნოს ავღანელი ხალხის საჭიროებებზე, მათ შორის ექნებათ თუ არა მათ საკვები, შემოსავალი, როგორ მართავენ ეკონომიკას.
რაც შეეხება ავღანელ ქალთა უფლებების საკითხს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამის უზრუნველყოფისთვის ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას გამოიყენებს და არა – სამხედრო ძალას.