“ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფის წინაშე დავდგებით” – დავით მდინარაძე ოზურგეთში კოვიდის სტატისტიკაზე

ოზურგეთში ბოლო დღეებში კოვიდ დადებითი პაციენტების რაოდენობა საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. ინფიცირებულთა მზარდ სტატისტიკას, მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაუცველობას უკავშირებს “მედალფას ” კლინიკის ხელმძღვანელი, დავით მდინარაძე, რომელიც დღეს არსებულ მდგომარეობას საშიშს უწოდებს:
ოზურგეთის „ავერსის“ კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძე – “გადატვირთულია იმიტომ, რომ რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, მოსახლეობა არ იცავს რეგულაციებს, არ დადის პირბადით, არ იცავს დისტანციას და თუ ასე გაგრძელდა, უფრო დიდი კატასტროფის წინაშე დავდგებით. ასე თუ გაგრძელდა ყველა ქალაქში 500-500 საწოლზე რომ ავაშენოთ ახალი კლინიკები ამ შემთხვევებს ვერ ეყოფა. ადამიანების შესაძლებლობების ზღვარი სადღაც გადის, მათ შორის მედიკოსებისაც”,-განაცხადა მდინარაძემ. ასევე, ოზურგეთში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ – “გაუარესებულია მდგომარეობა. აქაც დადებითობის მაჩვენებელი ფაქტიურად მომატებულია, სადღაც უკვე 6-7 %-ის ფარგლებში. მიკროავტობუსებში არის ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი, სადაც იქ რეკომენდაციების დაცვა შეუძლებელია. კონტროლი უნდა მოხდეს მიკროავტობუსების მძღოლების მიერ, თვითონ მოსახლეობის მიერ”,-თქვა მჟავიამ “
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share