ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ოზურგეთელი საბა მამალაძე (მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი) რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ბრინჯაოს ფინალში ის ინდოელ რავი მალიკს შეხვდება.
საბა მამალაძე (82 კგ), წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მურად აჰმადიევს 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში სომეხ კარენ ხაჩატრიანთან 1:8 წააგო, სომეხი ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც პირველი შეხვედრა უნგრელ დომინიკ მეზეის 11-2 მოუგო, ბრინჯაოს ფინალში კი ინდოელს შეხვდება.