ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს და კოლეგებს მსგავსი რეკომენდაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
კულუმბეგოვი აქვეყნებს ფოტოსაც, (ე.წ. სქრინშოთს), სადაც Pfizer-ით აცრილი ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ გინეკოლოგმა მას დაორსულებამდე 2 თვით დაკვირვება ურჩია.
“კოლეგებო რას უნდა დააკვირდეს? პოსტი იდება ავტორთან შეთანხმებით, თუმცა ანონიმურობა დაცულია! ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას და კოლეგებს ვთხოვთ თავი შეიკავონ მსგავსი “მზრუნველი” რეკომენდაციებისგან” – წერს კულუმბეგოვი.