გებრეიესუსი: მსოფლიო პანდემიის საკმაოდ სახიფათო ფაზაშია

„მსოფლიო პანდემიის საკმაოდ სახიფათო ფაზაში იმყოფება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„მსოფლიო პანდემიის საკმაოდ სახიფათო ფაზაში იმყოფება.  კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელმა 4 მილიონს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ზოგიერთი ქვეყანა  ვაქცინაციის დონეს ზრდის და სწრაფად ამსუბუქებს შეზღუდვებს თითქოს პანდემია უკვე დამთავრდა. მაშინ, როდესაც ქვეყანათა უმრავლესობას საკმარისი ვაქცინები არ აქვს. ამიტომ ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი საგრძობლად იმატებს. ამას ვირუსის ახალი ვარიანტების ცირკულირებას ემატება”,- განაცხადა გებრეიესუსმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share