ღონისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა და მან კომენტარიც გააკეთა:
“ღარიბაშვილი ჯერ ხო ლვოვში არ მოვიდა იმ ღონისძიებაზე, რომ გაიგო იქ ვიქნებოდი. ახლა უნდა დარჩენილიყო აღლუმზე და პირობა დააყენეს, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოსო, ამათ უთხრეს, როგორ არ უნდა იყოსო, მაშინ ჩვენ ტრიბუნაზე არ უნდა იყოსო. პროტოკოლით სხვანაირად არ გამოდიოდა და გაქუსლა თბილისში, სამაგიეროდ, ჩვენ სამხედროებს მე მივესალმე, ასე რომ, დიდი არაფერი დაუკარგავს არც უკრაინას და არც ჩვენ სამხედრო კონტიგენტს, რომელიც აქ იყო, ბოლოს და ბოლოს ჩემი შექმნილი შეიარაღებული ძალებია”,-ისაუბრა სააკაშვილმა.