Rolling Stones -ის დრამერი ჩარლი უოტსი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ჩარლი უოტსი ლონდონის საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
”უსაზღვრო მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი ჩარლი უოტსის გარდაცვალებას. ის იყო ძვირფასი ქმარი, მამა და ბაბუა და მისი თაობის ერთ -ერთი უდიდესი დრამერი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინგლისელი მუსიკოსი 1963 წლის იანვარში დათანხმდა “როლინგ სტოუნზში” დაკვრას.