მისი თქმით, გასულ ღამით პირადად მასთან იყვნენ სტუმრები.
ზურაბ შევარდნაძე უარყოფს “გარდენიას” დალუქვის ფაქტსაც.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით, გამართულ ქორწილთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე, შრომის ინსპექციამ ობიექტის მფლობელი 2000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, უწყებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია ობიექტის დალუქვის შესახებაც.
“აღნიშნულ ადგილას გამოვლინდა სოციალური ღონისძიება 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით, რაც წარმოადგენს მოქმედი რეგულაციების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რის შემდეგადაც ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2000 ლარით, ხოლო ფართი, სადაც გაიმართა ღონისძიება, დალუქული იქნა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ,”- აცხადებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი გიორგი ცხადაძე.