სად რა რაოდენობით მზესუმზირის ზეთს ყიდულობს საქართველო

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წინა წლის ანალოგიურად, წელსაც ბაზრის უდიდესი წილი, 72% რუსეთზე მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი და უკრაინა. ჯამში, 2021 წლის 7 თვეში საქართველომ მზესუმზირის ზეთი 12 ქვეყანაში იყიდა.

მზესუმზირის ზეთის ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყანა:

  • რუსეთი – 17 828 ტონა (26,026 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი – 1 684 ტონა (2,609 მლნ დოლარი)
  • უკრაინა – 868 ტონა (1,536 მლნ დოლარი)

ამასთან, საქართველომ 2021 წელს ზეთი იყიდა შემდეგ ქვეყნებში: თურქეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი და ა.შ. თუმცა ყველგან შესყიდვა მცირე რაოდენობით განხორციელდა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share