„ეს პოლიტიკის პაროდიაა…ამაზე უკვე, მგონი, იუმორის გარეშეც რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება“

„ეს პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია“, – განაცხადა დღეს, 2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ენმ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.

 

„ამაზე უკვე, მგონი, იუმორის გარეშეც რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება, ეს პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მათ მოუწევდათ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუმცა არავინ იფიქრებდა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე მოუწევდათ ხელის მოწერა. აქამდე მიიყვანეს საკუთარი თავი, საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ რაღაცნაირად დღის წესრიგში აქტუალური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“.,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share