“ივლისში აცრების რაოდენობას საკმაოდ მოვუმატეთ. ივნისში გვქონდა საშუალოდ სამნახევარი, ოთხი ათასი, ხოლო ივლისში 7 000. ამიტომ ივლისის მონაცმეები დამუშავებულია. მოგეხსენებათ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. ერთხელ და ორჯერ რეინფექცია ჩვენ ივნისის და ივლისის განმავლობაში გვქონდა დაახლოებით ერთხელ აცრილებში 5 000 შემთხვევა, ხოლო ორჯერ აცრილებში 4 000, მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დაჭირდა. სამწუხაროდ, ორჯერ აცრილებში სამი გარდაცვალება გვაქვს”,-
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.