რას წერს “სინოფარმის” ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის, “სი­ნო­ფარ­მის” მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­ეძ­ლო 18 წელს ზე­მოთ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. თბი­ლის­ში ჯავ­შნე­ბი 2 სა­ათ­ში შე­ივ­სო. “სი­ნო­ფარ­მის” ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ არის. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ჯან­მო სხდო­მას 29 აპ­რილს გა­მარ­თავს.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მე­სა­მე ფა­ზის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი კი მა­ღა­ლია და ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებს მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­უ­ზი­ა­რონ.

ვნა­ხოთ რას წერს “ფე­ის­ბუქ­ში” აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი:

“ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე და არა მარ­ტო..

პრე­სა­ში (ვა­შინგტონ პოს­ტი, რო­ი­ტე­რი) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნო­ფარ­მის მწარ­მო­ებ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრეს­რი­ლი­ზის თა­ნახ­მად, ამ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა 79%-ს აღ­წევს. იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა. კვლე­ვის ორი­გი­ნა­ლი, რა­საც პრეს­რი­ლი­ზი ემ­ყა­რე­ბა, არ­სად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. სი­ნო­ფარმს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მე­სა­მე ფა­ზის მო­ნა­ცე­მე­ბი. კვლე­ვის სწო­რედ ეს ფაზა იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე.

ჩი­ნე­თის კო­ვი­დის სტა­ტის­ტი­კა შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს ვაქ­ცი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან ჩი­ნეთს, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 200 მი­ლი­ო­ნი დოზა აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს არ ნიშ­ნავს 200 მი­ლი­ონ სრუ­ლად აც­რილ ადა­მი­ანს, რად­გან ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა ორ­დო­ზი­ა­ნია. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩი­ნე­თის მი­ლი­არ­დი­ან პო­პუ­ლა­ცი­ას, აც­რი­ლე­ბის წილი არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­დის.

აც­რი­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნით მიღ­წე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე­ნიც ემა­ტე­ბი­ან. არც ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა ასე სა­ჯა­როდ და ზუს­ტად არ ვიცი, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტის წილი ჩი­ნურ კო­ვიდ სტა­ტის­ტი­კა­ში. ორი­ვე მრუ­დი, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის, ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.სა­პი­რის­პი­რო მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ ჩი­ლეს და სა­უ­დის არა­ბეთს. ორი­ვე უმე­ტე­სად ჩი­ნუ­რი სი­ნო­ფარ­მით აიც­რა. ორი­ვე­გან მზარ­დია ინ­ფი­ცი­რე­ბაც და სიკ­ვდი­ლო­ბაც. აქაც გა­ურ­კვე­ვე­ლია რა­ი­მე სხვა ფაქ­ტო­რე­ბი ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბებს კო­ვიდ ტენ­დენ­ცი­ებს.

მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ბრი­ტა­ნე­თი და ის­რა­ე­ლი. ფა­ი­ზე­რით და ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რი­ლი. ორი­ვე­გან სა­ი­მე­დოა კო­ვიდ-მრუ­დე­ბი. ორი­ვე ქვე­ყა­ნა უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს.

იმე­დია, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­ცხა­დეს შე­ი­ტანს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა უმ­ცი­რეს ნი­უ­ან­სებ­ზე წვდო­მაც. ასე­ვე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა მი­ნი­მუმ 50%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა. ალ­ბათ, გა­ა­ზი­ა­რე­ბენ სა­ჯა­როდ, რას მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცია. ამე­რი­კუ­ლი წამ­ლის სა­ა­გენ­ტო ამ მხრივ სა­ოც­რად გა­ბე­დუ­ლად და პა­ტი­ოს­ნად მო­იქ­ცა. პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. მთე­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ასე­ვე, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ჯა­რო იყო.

უამ­რა­ვი ინ­ტერ­ვიუ მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­მა და ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი და ღია გზავ­ნი­ლე­ბით ესა­უბრნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა, ამე­რი­კულ ვაქ­ცი­ნებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბა აქვთ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე გა­რეთ. კვლე­ვე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის სა­ჯა­რო­ო­ბამ ხელი შე­უ­წყო ვაქ­ცი­ნე­ბის სკეპ­ტი­ციზ­მის დაძ­ლე­ვას.მთე­ლი პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გულ­წრფე­ლად ვცდი­ლობ, არა­ე­ქი­მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე მო­გა­წო­დოთ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვეც­ნო­ბი.

ვდი­ლობ გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ამ ჭრი­ლი­დან აგიხ­სნათ ამა თუ იმ სამ­კურ­ნა­ლო/დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბის რის­კე­ბი და სარ­გე­ბე­ლი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. პა­ტი­ოს­ნად და გულ­წრფე­ლად გაწ­ვდით ყვე­ლა­ფერს რაც ვიცი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს და დე­ტა­ლებ­ში ვსა­უბ­რობ ვაქ­ცი­ნა­ცის რის­კებ­ზეც, რად­გან ვთვლი, რომ ამის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი და უსაფრ­თხო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვთვლი, ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად. უსას­რუ­ლოდ პირ­ბა­დე­ში და კა­რან­ტინ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით.

დიახ, ჩვენ არ ვი­ცით ვაქ­ცი­ნე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტე­ბი, რად­გან დრო არ გა­სუ­ლა საკ­მა­რი­სი. ხუთი წლის შემ­დგომ შე­დე­გებ­ზე მხო­ლოდ ხუ­თწ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, აქვე უნდა გვახ­სოვ­დეს, იგი­ვე პრობ­ლე­მაა კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. არა­ფე­რი ვი­ცით რა გა­მოვ­ლი­ნე­ბა ექ­ნე­ბა ხუთი წლის მერე დღეს გა­და­ტა­ნილ და­ა­ვა­დე­ბას. სა­ნაც­ვლოდ ვი­ცით, რომ კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­უ­და­რებ­ლად მა­ღა­ლია ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის ერ­თად აღე­ბულ რის­კებ­თან შე­და­რე­ბით.

და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად აღე­მა­ტე­ბა იმ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს ახ­ლდა თან. ნამ­დვი­ლად ვი­ცით, კო­ვი­დი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კლავს, ვაქ­ცი­ნე­ბი კი სიკ­ვდი­ლის­გან იცავს.

  • ავიც­რათ თუ არა? – პა­სუ­ხი, ჩემ­თვის ცალ­სა­ხაა, დიახ, უნდა ავიც­რათ.
  • რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნაა სა­უ­კე­თე­სო? – ის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.
  • რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რის­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? – იდე­ა­ლუ­რად უნდა შე­ირ­ჩეს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი და თუ არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წილ­დეს ვაქ­ცი­ნე­ბი.

რას ვგუ­ლის­ხმობ ამა­ში. მე რომ მე­კი­თხე­ბო­დეს, ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე და­წე­სე­ბულ ასა­კობ­რივ შე­ზღუდ­ვას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი, მაგ­რამ და­ვუშ­ვებ­დი გა­მო­ნაკ­ლისს, როცა ადა­მი­ა­ნი თვი­თონ იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იმ ვაქ­ცი­ნით აიც­რას, რო­მე­ლიც მის ასაკ­ში მო­მე­ტე­ბულ რისკს შე­ი­ცავს. მეტი სი­მარ­ტი­ვის­თვის სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე ავ­ხსნი. მე რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიყო ექი­მი… ექი­მის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი იდე­ა­ლუ­რი დაც­ვის პი­რო­ბებ­შიც კი მა­ღა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აც­რით მი­ღე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი გა­დამ­წყვე­ტი ხდე­ბა უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბის­თვის.

ასა­კით და სქე­სით ვე­კუთ­ვნი ას­ტრა­ზე­ნე­კას თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკ-ჯგუფს. თუმ­ცა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვიცი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, არ მაქვს არა­ნა­ი­რი პი­რა­დი თუ გე­ნე­ტი­კუ­რი რისკ ფაქ­ტო­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად იყოს წი­ნა­პი­რო­ბა ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ტი­პის თრომ­ბო­ზუ­ლი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემ­თვის უიშ­ვი­ა­თე­სი თრომ­ბო­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უმ­ცი­რე­სი იქ­ნე­ბა. დახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე რო­გო­რიც, ფრე­ნი­სას ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის რის­კია, ან მან­ქა­ნის ტა­რე­ბი­სას ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფი­სა. მან­ქა­ნას ამ რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ყო­ველ დღე ვა­ტა­რებ და ფრე­ნი­თაც ძა­ლი­ან ხში­რად დავფრი­ნავ.

სწო­რედ ამა­ვე პრინ­ცი­პით, ამ რის­კე­ბის ცოდ­ნით ავიც­რე­ბო­დი ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი. ამ­გვა­რად მო­ფიქ­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მე­გუ­ლე­ბა და მათ­თვის ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ღია უნდა იყოს. სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია თავი და­ი­ზღვი­ოს და ამ ადა­მი­ა­ნებს შეს­თა­ვა­ზოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. აც­რამ­დე ხელი მო­ა­წე­რი­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ თან­ხმო­ბა­ზე და პი­რო­ბებ­ში ჩა­მოთ­ვა­ლოს რის­კე­ბი, რაც ას­ტრა­ზე­ნე­კას გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს თან, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში.

ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად სპო­რა­დუ­ლია, მარ­თლა მი­ლი­ო­ნე­ბი უნდა აცრა რომ ერთი გა­მოვ­ლინ­დეს. ამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი ჩვენ არც ვართ. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ უნა­რი თა­ვად იკის­რონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ ბედ­ზე, უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ასე­თი ძალა არ აქვს და მათ სა­ხელ­მწი­ფო, ან ექი­მი სჭირ­დე­ბათ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ. მათ­თვის იყოს შე­ზღუდ­ვე­ბი რა­საც სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აწე­სებს.

როცა სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს უნა­რი მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თოს ცხა­დია თა­ვის და­ზღვე­ვა სჯობს რათა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გან­მე­ორ­დეს.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი ისევ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას:

  • ავიც­რე­ბო­დი თუ არა რო­მე­ლი­მე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით? – ჯერ­ჯე­რო­ბით და­ვე­ლო­დე­ბი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს დას­კვნას. თუ საბ­ჭო აღი­ა­რებს, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, თუნ­დაც ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი, ცხა­დია, სხვა არ­ჩე­ვა­ნის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, არა­ფერს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი. თუ ვაქ­ცი­ნა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, ალ­ბათ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი რის­კე­ბის ჯგუ­ფებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, რად­გან მათ ისე­დაც მცი­რე აქვთ სა­სიკ­ვდი­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის საფრ­თხე. ოდ­ნა­ვი დაც­ვის პი­რო­ბებ­ში კი ეს რის­კე­ბი, წე­სით, უმ­ნიშ­ვნე­ლომ­დე უნდა შემ­ცირ­დეს.

მთა­ვა­რი დას­კვნა ამ ყვე­ლაფ­რი­დან:

  • ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.
  • სა­უ­კე­თე­სო ის ვაქ­ცი­ნაა, რა­ზეც ხელი მი­გიწ­ვდე­ბათ.
  • გა­ი­აზ­რეთ თქვე­ნი რის­კე­ბი და ვაქ­ცი­ნით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი და ისე მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა
  • ეცა­დეთ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს.

P.S. იმ­დე­ნად მა­ღა­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი წნე­ხი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნის და აც­რის პრო­ცეს­ზე, მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბა ად­ვი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, უნდა ვენ­დოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს”, – წერს გე­გეჭ­კო­რი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share