ოზურგეთში მედია ტური მოეწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მედია ტურის მონაწილეებისთვის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.
• საქართველოს ცენტრალური საიფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში „კარგი მაგალითი გადამდებია“ ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, იმ ინოვაციურ სერვისებს გაეცნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტმა ბოლო წლებში აამოქმედა და წარმატებულად აგრძელებს, ესენია:

მუნიციპალიტეტის ახალი ვებ-გვერდი www.ozurgeti.mun.gov.ge, რომელიც გამოირჩევა მარტივი საძიებო სისტემით, ინტეგრირებული სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმებით და იძლევა საშუალებას უზრუნველყოს მოქალაქეთა თანამონაწილეობა გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის სტანდარტების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით. ვებ-გვერდზე გაჩნდა შესაძლებლობა გამოიწერონ სიახლეები, მიიღონ სახელობითი SMS შეტყობინებები და ისარგებლონ პეტიციის ონლაინ სისტემით.

პირდაპირი ტრანსლაციის გამოყენებით მოქალაქეებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა.

მონაწილეობითი ბიუჯეტის ონლაინ პლატფორმა -„იყავი თანამმართველი,“ რომლის საშუალებითაც მოქალაქეები მონაწილეობენ ბიუჯეტის დაგეგმვაში და შეუძლიათ მუნიციპალიტეტს დააფინანსებინონ ინფრასტრუქტურული პროექტები ონლაინ ვაუჩერების გამოყენებით. სამოქალაქო ბიუჯეტის ეს ფორმა, 2020 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია.

• შეხვედრის საპრეზენტაციო ნაწილი სტრუმრებს ოზურგეთის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა – ნანა თავდუმაძემ გააცნეს.

• მედია ტურის მონაწილეები გაემგზავრნენ ანასეულის დასახლებაში, სადაც პროექტ „იყავი თანამმართველის“ ფარგლებში უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი – „მინი სტადიონი ანასეულის დასახლებაში“ დაათვალიერეს და იქვე მიიღეს მონაწილეობა ახალი პროექტის „დასასვენებელი სკვერი ყველასათვის“ პრეზენტაციაში. ასევე გაეცნენ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა UNDP – ის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ, როგორიცაა ქართული ჩაის ფესტივალი „ჩაის გზა,“ „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ და დაბა გომის მთის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

• უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთი არის ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც 2016 წელს შეუერთდა OGP პრინციპების დანერგვას და არსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარებას.

#კარგიმაგალითიგადამდებია
#იყავითანამმართველი #ოზურგეთი2021
#UNDP #NALAG

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: