ბახმაროში, ნარკოტიკების შეძენა_შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის დედა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი შვილის უკანონო პატიმარია. ეკა ნანავა წერს, რომ მისი შვილის დაკავება არჩევნებს უკავშირდება და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს:
“პირველ რიგში მოგმართავთ თხოვნით დედებს ! მოგმართავთ საქართველოს ახალგაზრდობას ! ჩემს 21 წლის შვილს გიორგი გოგოტიშვილს, რომელიც მთელ გურიას უყვარს, (სწორედ ეს სიყვარილი და ცნობადობა აღმოჩნდა მისთვის სავალალო) კურორტ ბახმაროში, კოვიდის ტესტის რიგში მდგომი მოიტაცეს და ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერების ის რაოდენობა რომელიც ითვალისწინებს 8 დან 20 წლამდე პატიმრობას. გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი ! გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და გარკვეული ფაქტები რისთვისაც დააკავეს, ეს არის არჩევნები ! უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ სამართლიანობის აღდგენაში,ხვალ შეიძლება თქვენი შვილი იყოს ,,გიორგი”… გთხოვთ შემოგვიერთდით აქციაზე,ლოზუნგით #არაძალადობას ! #არაჩადებას ! #თავისუფლებაუდანაშაულოგიორგიგოგოტიშვილს !!!! – წერს ეკა ნანავა.