39 წლიანი კომის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი გარდაიცვალა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 39 წლიანი კომის შემდეგ, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი გარდაიცვალა.

ფეხბურთელმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები საკუთარ ოჯახში, ახლობლების გარემოცვაში გაატარა.

ჯან-პიერ ადამსი 1982 წელს მუხლზე ოპერაციის დროს კომაში ჩავარდა და მისი გონზე მოყვანა ვეღარ მოხერხდა. კვლევებით დადგინდა რომ ოპერაციის დროს სტაჟიორმა მედდამ მის ორგანიზმში საანესთეზიო საშუალების მაღალი დოზა შეიყვანა, რამაც ფეხბურთელს გული და თავის ტვინი დაუზიანა.

მედდამ შეცდომა რამდენიმე წლის შემდეგ აღიარა.

სპორტული კარიერის დროს, ჟან პიერ ადამსმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 22 ჯილდო მოიგო. ის “ნიცასა და „პსჟ”-ს ღირსებას იცავდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share