“ძალიან წუხს ჩვენი მხარდამჭერები სხვადასხვა სოფლებში, მიკავშირდებიან და მიყვებიან,რომ “ქართული ოცნება” კადრულობს ყველაფერს. მიდიან ოჯახებში, პირდებიან ყველაფერს – სახურავებს, საშენ მასალებს, ცემენტის, შებენს…. მოკლედ ყველაფერს,ხმების სანაცვოდ.მე მაქვს ერთადერთი პასუხი:ჩვენ ოცნების ხელისუფლებას, ვერც ფულით დავამარცხებთ,ვერც ადმინისტრაციული რესურსით, ვერც საბიუჯეტო თანხებით.ჩვენთ ხელთ არის ერთადერთი რესურსი – იდეა! სამშობლოს სიყვარული და იდეა! მერწმნეთ, სამშობლოს მოყვარულ იდეალისტებს ოცნების მაგვარი ყველაფერიდან დაცლილი, სრულიად კაკოტრებული ძალა კი არა, ტყვია ვერ ამარცხებს. 2 ოქტომბერის რეფერენდუმზე ჩვენ ამ სრულიად პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას უნდა ვნახოთ, რომ ჩვენ სამშობლოს მოყვარული იდეალისტები ვართ ძალიან ბევრნი და მეორე დღეს ისინი აღარ იარსებებენ, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნი!”
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი ლანჩხუთში, კახა ასკურავა.