“საერთაშორისო გაჭირვალიობა – საქართველომ” სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შეისწავლა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებზე 2021 წლის იანვარ-ივნისში 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა.
ეს 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია.
- 2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 28.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2.6-ჯერ აღემატება, 2019 წლის მივლინების ხარჯებს კი – 32%-ით (7 მლნ ლარით).
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ხარვეზებსა და კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. მათი ცნობით, შტატგარეშე დასაქმებაში თავს იჩენს ნეპოტიზმი, რის გამოც ფინანსთა სამინისტრო უნდა აქვეყნებდეს ჩაშლილად რომელ უწყებაში რამდენი ადამიანია დასაქმებული.