თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
პროკურორმა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა, იმ მოტივით დააყენა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, გაანადგუროს მტკიცებულებები და მიიმალოს.
ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა.
ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.