“ამ კვირაში კიდევ ჩამოდის საქართველოში გავრილოვი”

“თუ ნიკა მელია მოხვდება გისოსებს მიღმა 20 ივნისის გამო, ჩვენ ყველანი ერთად შევასრულებთ გავრილოვის ბრძანებას”- წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ადგილობრივი “ენმ”-ს-  ლიდერი კახა ასკურავა:

“ეს კვირა დიდწილად განსაზღვრავს არამხოლოდ ცალკე აღებული კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბედს და ამ შემთხვევაში ნიკა მელიას, არამედ ამ ქვეყნის როგორც პოლიტიკური მომავლის, ასევე ღირსების საკითხს.ამ სიმაღლემდე და ამ გამოწვევამდე თავად მმართველმა პარტიამ აიყვანა და კონკრეტულად ივანიშვილმა ნიკა მელიას დაჭერა-არ დაჭერის საკითხი. ერთის მხრივ, თითქოს და ძალიან რთული პოლიტიკური პეიზაჟი, სინამდვილეში ძალიან მარტივი დასანახია, ვისაც ამის დანახვის რეალური სურვილი გააჩნია. 20 ივნისის ღამის გამო(და მე არ განვავრცობ რა მოხდა მაშინ) დაჭერას უპირებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს გამოგონილი ბრალდებით. ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე და ამ მიზანის ბოლომდე აღსრულებით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ ყველას, ვინც ფიზიკურად თუ უბრალოდ გავაპროტესტეთ, ჯერ გავრილოვის საერთოდ საქართველოში შემოყვანა და მერე უფრო დიდი სასწაული, მისი ზვიად გამსახურდიას სავარძელში წამოსკუპება.გარდა ამისა, თუ ნიკა მელია მოხვდება გისოსებს მიღმა 20 ივნისის გამო, ჩვენ ყველანი ერთად შევასრულებთ გავრილოვის ბრძანებას, რომ “ორგანიზატორები” უნდა დაისაჯნონ.(ხელისუფლება რომ ამისთვის მზადაა ეს მოცემულობაა) ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ჩავთვალოთ, რომ ამ კვირაში ისევ ჩამოდის გავრილოვი საქართველოში და ამჯერად კიდევ უფრო “დიადი მიზნებით” დაგვსაჯოს ყველა.ახლა ჯერი ჩვენზეა, თუ როგორ დავხვდებით მას და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება, რომელებმაც არ უნდა დაუშვან გავრილოვის საქართველოში ცხოვრება!”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share