თემურ ჭყონიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ პროექტი ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და შემდგომი მოლაპარაკებები, მისი აზრით, “მინუსიდან” იქნება დასაწყები:
„ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, ძალიან პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?! რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება, რომ ჰესი დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა – წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე. ამაზე გამოვარდა ხალხი.
800 მილიონი სანამ დახარჯა ENKA-მ, ერთი ლარი რომ დახარჯა, როცა მიწები იყიდეს, როცა პროექტი გაკეთდა, ხელი ჩამოართვეს… დღეს საუბრობენ, რომ პროექტი არაა დახურული, დავუბრუნდებით. გამორიცხული არაფერია, გააჩნია მოლაპარაკებებს – მაგრამ ის რომ ნულიდან კი არ ვიწყებთ, მინუსიდან ვიწყებთ მოლაპარაკებას, უფრო რთულ სიტუაციაში ვარდება, ვიდრე იყო”, – ამბობს ჭყონია.
პოლიტმეტრში საუბრისას თემურ ჭყონიამ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ENKA-ს, როგორც მულტინაციონალურ კორპორაციას, აქვს ვალდებულება, იზრუნოს ეკოლოგიაზე და აარსწორია საუბარი იმაზე, რომ ამ კომპანიის აშენებული ჰესი ბუნებას პრობლემებს შეუქმნიდა.
„ეს მულტინაციონალური კომპანიები ვალდებულები არიან გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, გლობალურ დათბობაზე – წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსებს ვერ მოიპოვებენ. არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არ არის გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთელობა, ქვეყნის მომავალი” – ამბობს ჭყონია.