ხალხის რეალური ყოფის ცვლილების გზაზე, მთავარი დაბრკოლება არის არა კობახიძე, ან ღარიბაშვილი, არამედ ივანიშვილი, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და “მისი ყველა პოლიტიკური ჭურჭელი” 43%-ს ვერ აიღებს.
“ხალხს უნდა, რომ რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში, სახეები კი არ იცვლებოდეს, მათი რეალური ყოფა შეიცვალოს და მათი რეალური ყოფნის ცვლილების გზაზე, მთავარი დაბრკოლება არის, არა კობახიძე, ან ღარიბაშვილი, არამედ ივანიშვილი. არავინ არ არის ისეთი გულუბრყვილო ამ ქვეყანაში, რომ ეგონოს, კობახიძე არის მათი პრობლემების განმსაზღვრელი, ან გახარია, ივანიშვილი არის პრობლემა და ამიტომაა მოლოდინი, რომ ივანიშვილი და მისი ყველა პოლიტიკური ჭურჭელი, ერთად აღებული, ვერ მოაგროვებს 43%-ს. ივანიშვილის მხარდაჭერა ჯამში, არის 43%-ზე ნაკლები”, – განაცხადა საბა ბუაძემ.