თავისუფლება მიშას! – ხვალ, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზუდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.
ამასთან, რუსთავის სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებასთან ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი რუსთავში ავტოკოლონებით ჩავიდნენ, რომ დაკავებული პრეზიდენტისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.