ბიძინასთვის ციხეში ჩასმული სააკაშვილი თავსატეხია,ციხის გარეთ და ისევ საქართველოში – ეს ხომ საერთოდ კოშმარი იქნება მისთვის – სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
“არავინ, ვერავინ, არასდროს – ეს სიტყვები დამახასიათებელია ტიპებისთვის, რომელებიც პოლიტიკის გარტყმაში არ არიან. თან როცა ამ სიტყვებს ამბობს ტიპი, რომელიც უფროსის უკითხავად გვერდით ოთახშიც ვერ გადის.
ამ ტიპაჟს განეკუთვნება ღარიბაშვილი. მას არავინ ეკითხება, სააკაშვილი იჯდება თუ არა ციხეში. ბიძინას სააკაშვილის გამოსაშვები რომ შეექნას, ღარიბაშვილი ეყოლება ჯერ მოსაძრობი სკამიდან. ამას როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს პრემიერ-მინისტრი რომ ჰქვია, მაგრამ რაც არ ესმის, არ ესმის. არაა პოლიტიკა მისი საქმე.
ბიძინასთვის ციხეში ჩასმული სააკაშვილი თავსატეხია. ციხის გარეთ და ისევ საქართველოში – ეს ხომ საერთოდ კოშმარი იქნება მისთვის. შიმშილობის გამო რამე რომ დაემართოს, ეს ხომ სრული კატასტროფა იქნება. ივანიშვილი ინატრებდა ახლა, რომ მალე ისევ უკრაინაში დაებრუნებინა.
მაგრამ ღარიბაშვილი მაგდენს რას მიხვდება. ამიტომ ამბობს იმას, რაც ივანიშვილს ყველაზე ნაკლებად აწყობს.
ამ განცხადებას ვგულისხმობ :
ირაკლი ღარიბაშვილი – პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის.
PS
სხვათა შორის, ეგ ამბავი სალომე ზურაბიშვილსაც შეეშალა ან ეშმაკობა იხმარა და თქვა, მე გამეშვით შეწყალებაზე. თქვენ ჩასვით და თქვენვე მიხედეთ მაგ თავსატეხსო.” – წერს სანაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share