“სააკაშვილზე მინდა ვთქვა, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელი იყო. ჩამოვიდა და თავისი სიცოცხლის ფასად, ყურადღების ცენტრში მოაქცია საქართველო კიდევ ერთხელ.
ყველაზე დიდი შეცდომაა დღეს სააკაშვილის პოლიტპატიმრად ყოფნა. მე ვფიქრობ, სასწრაფოდ გამოსაშვებია, მაგრამ რამდენად ეყოფა “ქართულ ოცნებას” ამის ჭკუა და შეგნება ამაში რა თქმა უნდა ეჭვი მეპარება.
მოვითხოვ დაუყოვნებლივ სააკაშვილის განთავისუფლებას და მის უსაფრთხოებას, იმიტომ რომ დიდი გამადიდებელი შუშით გვაკვირდება მთელი მსოფლიო და დღეს კიდევ ერთხელ საქართველომ ძალიან არ მინდა რომ შეირცხვინოს თავი”,- ისაუბრა პოეტმა კობა ყუბანეიშვილმა გადაცემაში “სხვა ნანუკა”-ში.