დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტთან პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო წერს, რომ დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა და პატრიარქის სახელით სთხოვა, შიმშილობა შეწყვიტოს.

“დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება”, – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-7 დღეა შიმშილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share