“რაც მიკეთებია, ყველაფერი შეუძლებელი მეგონა”

“რაც მიკეთებია, ყველაფერი შეუძლებელი მეგონა. სხვებიც სულ ამას მეუბნებოდნენ, ილუზიაა, მოეშვი, არაფერი გამოვა, დაივიწყეო… მხოლოდ ყურებით ვისმენდი, გონებით კი უფრო მეტად მქონდა გადაწყვეტილი, აუცილებლად მეშრომა, მესწავლა, ღამეები მეთია კითხვაში და საკუთარი თავი მეპოვნა.
ამ ყველაფრის უკან უამრავი გაყინული, მშიერი, უბინაო დღე დგას. ბევრი ღალატი, ტკივილი და შეურაცხყოფა… დამცირება და ცილისწამება…
არასდროს დავნებდი. სულ ვმოძრაობდი, სულ ძიებაში ვიყავი… ეს პროცესი მთელი ცხოვრება გაგრძელდება…
საკუთარი თავის გაზრდა, განვითარება არასდროს მთავრდება…
არასდროს დაისახო ცხოვრების მიზნად სხვისი ცოდვების განკითხვავდა გამოძიება. ამაზე დიდი პროვინციალიზმი წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად ეს გიშლის ხელს საკუთარი თავის რეალიზებაში.
ბევრ რამეში ძალიან დაგამძიმებს. სჯობს წინ გაიხედო… ის გზა ღირსეულად გაიარო, რაც გასავლელი გაქვს!..
ყოველთვის საკუთარ გულისცემას მივყვებოდი. ვუსმენდი მათ, ვინც მიმტკიცებდა, არაფერი გამოგივა, მაგრამ არასდროს ვუჯერებდი…
მერე რაღაც ეტაპი რომ გავიარე, მივხდი, როგორი მარტივი ყოფილა…
შენც იცოდე, მართლა მარტივია, რაც გერთულება… ჩვენ ვართულებთ, უბრალოდ!..”
პეტრე კოლხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share