მინდა, ჩვენს მომხრეებს საყოველთაო მობილიზაციისკენ მოვუწოდო. პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ,,ენმ” თბილისში ფართომასშტაბიანი აქციებს იწყებს.
მოვუწოდებ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, გულშემატკივარს, დაიწყეთ მობილიზაცია, კონკრეტული თარიღის შეტყობინების შემდეგ შევიკრიბოთ დედაქალაქში, რათა გავათავისუფლოთ მესამე პრეზიდენტი და მათ შორის, გავიმარჯვოთ 30 ოქტომბერს არჩევნებში – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. ,,ენმ”-მ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად და 30 ოქტომბრის არჩევნებზე წარმატების მისაღწევად თბილისში მხარდამჭერების მობილიზაციისა და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.