სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. ამის შესახებ ნიკა ცხვარაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.
“ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე”,- ამბობს ნიკა ცხვარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თვილისში დააკავეს. . ყოფილი პრეზიდენტი საპატიმრო დაწესებულებაში მერვე დღეა იმყოფება.