პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი 10 ოქტომრისთვის აქციას აანონსებს და სოციალურ ქსელში წერს:
“10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე- მოძრაობა ხალხისთვის- აქცია ხალხისთვის! რუსეთის მიერ დევნილი დაჭერილი პრეზიდენტი შიმშილობს, ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ კითხვის დასმა რატომ 10 რიცხვში, ვფიქრობ უხერხულია……..
იმიტომ რომ დრო ,დრო , დრო მასზე არ მუშაობს, ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს, სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი
10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე დიდი აქცია – დავენახოთ ერთმანეთსაც , დასავლეთსაც, რომ ვიბრძვით ღირებულებებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის !ყველას გელოდებით, მოგვწონს ერთმანეთი თუ არ მოგვწონს თუ ცოტათი მოგვწონს, ჩვენ ხომ ერთი ქვეყანა გვაქვს ,ფრიად ლამაზი და “ფრიად” განადგურებული!” წერს ჩარკვიანი.