უამრავი ადამიანი მიკავშირდება ,აინტერესებთ, რა არის თალასემია.საერთოდ, ეს თემა და შიმშილობის მექანიზმები აქ საფუძვლინად განხილული მაქვს. ახლა მოკლედ შეგახსენებთ. ადამიანში მუდმივად მიმდინარეობს კრებსის ციკლი. ეს არის ათიათასობით ფიზიოლოგიური რეაქცია. თუ ეს რეაქციები სწორად და ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, ადამიანი ჯანმრთელია. დაავადება არის ამ ფიზოლოგიური რეაქციების მოშლა. რაც უფრო ბევრია მოშლილი ეს რეაქციები, მაშინ უფრო მეტად მძიმედაა ადამიანი დაავადებული.მკურნალობის რეალური და შედეგიანი სახეა, ამ დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების გამოსწორება და არა ჩივილების მიჩქმალვა. სიკვდილი ,ბევრი ფიზიოლოგიური რეაქციის დარღვევაა, რის შემდეგ ადამიანის მეტაბოლიზმი ჩლუნგდება და ჟანგბადის მიწოდება ვეღარ ხდება. რადგან ჰიპოქსიას, ანუ უჟანგბადობას, განაპირობებს არასწორად მიმდინარე ფიზიოლოგიური რეაქციები. არათუ შიმშილობა ანგრევს ადამიანის ფიზიოლოგიას, არამედ არაპროფესიული დიეტაც კი, რომელიც ინდივიდუალურად არ არის შედგენილი, ნუტრიციოლოგიური მეცნიერების ყველა დეტალის გათვალისწინებით. ხუთი დღის შიმშილობა დამზიანებელია, მაგრამ საკომპენსაციო მექანიზმების მარაგის ხარჯზე, ის სასიკვდილო არ არის, იმ შემთხვევაში თუ აგრეგაციული ფაქტორები დარღვეული არ არის ანუ თრომბოზების ჭარბი რაოდენობა თუ არ არის. ნებისმიერი დაავადებით დაავადებული ადამიანის შიმშილობა ,მეხუთე დღიდან სიკვდილის რისკებს შეიცავს. ორგანული მარაგი იწურება. მეხუთე დღიდან ინტენსიურად იწყება ცილების, ცხიმების , ნახშირწყლების და განსაკუთრებით, ამინომჟავების დაშლა. ამინომჟავების დაშლა ნიშნავს, სამყაროსთან დამაკავშირებელი გენეტიკური კოდის დაშლას. არცერთი დაავადება არ მორჩება, თუ ამინომჟავების ბალანსი კომპენსირებას არ დაიწყებს. კიბო ეს არის, 20ზე მეტი ამინომჟავის ცვლის და ბალანსის დარღვევა. ნებისმიერი სიკვდილის დროს, 20 ზე მეტი ამინომავის ურთიერთბალანსია დარღვეული. შიმშილობის დროს, ყოველ წუთში მილიონობით ნეირონი იღუპება ტვინში. ცნობილია სამეცნიერო დასკვნებით, რომ თუ ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველ 4 საათში რამე, თუნდაც მცირე ტკბილი არ მიიღო, ათასობით ნეირონი იღუპება ტვინში. შიმშილობის დროს, მეტაბოლური ცვლები ირღვევა. ადამიანში მიმდინარე კრებსის ციკლი, რომელშიც ათიათასობით რეაქცია მუდმივად მიმდინარებს და ამ რეაქციების სწორად მიმდინარეობაა ჯანმრთელობის საფუძველი–მთლიანად იშლება და უკუღმართდება. შიმშილობა თალასემიის დროს ,მეშვიდე დღიდან სიკვდილის დიდ რისკებს ქმნის. ბილირუბინის ცვლა ირღვევა და ღვიძლი სწრაფ დაშლას იწყებს. ეს ჩამოთვლილი ძალიან მცირეა, რაც ხდება შიმშილობის დროს.
თალასემია აგრესიული ჰემოლიზია. მკურნალობის, კარგი ცხოვრების და კარგი მოვლის პერიოდში, ერითროციტები მაინც იშლება. თალასემიის დროს კი ინტენსიურად. საერთოდ, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანმრთელ ადამიანში, 200 დღეა. თალასემიის დროს კი 10 დღე. ჯანმრთელ ადამიანში ერითროციტების ნორმალური დაშლა, ხდება, მხოლოდ, ელენთაში. დაავადებულებში კი სისხლძარღვებშიც იშლება. ერითროციტის მთავარი ფუნქციაა, ორგანიზმის ჟანგბადით შევსება. ჰემოგლობინი–ერითროციტების მთავარი შემადგენელია. ის არა მარტო ცილაა, ასევე ფერმენტია და სუნთქვის ფერმენტი ჰქვია. ის გადააადგილებს სისხლში ჟანგბადს. ფერადობის მაჩვენებელი სისხლის საერთო ანალიზში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია. მისი დათვლა ადვილი არ არის და ძალიან ბევრ ლაბორატორიას ეზარება. რის გამოც გონიერ ექიმს ხელი ეშლება. პაცინტი მოტყუებული რჩება ლაბორატორიიდან , სადაც მკურნალობის დროს ყველაზე მეტ ფულს ტოვებს. ფერადობით, გონიერმა ექიმმა, შეიძლება, ქოლესტერინის სავარაუდო რიცხვიც დაასახელოს. საერთოდ ,ფერადობის რიცხვი გვიჩვენებს—ერითროციტები სავსე ა თუ ჰემოგლობინის ნაკლებობით გაუფერულებულია. ჰემოგლობინი, შეიძლება ,ანალიზში ნორმა იყოს და სხვა ფაქტორები წარმოაჩინებდეს ასე ანუ იყოს ცრუ ჰემოგლობინემია. მაგრამ ,ფერადობის მაჩვენებელი-მისი სიზუსტის ნიშანია. ჰემოგლობინი შეიცავს რკინას. ის არის ჟანგბადის გადამტანი ორგანოთა ქსოვილებში, რადგან ქიმიური თვისება აქვს, ჟანგბადის მიწებების და გაცემის. ამ მექანიზმებზე უფრო დეტალურად ვისაუბრე სხვა თავებში.ჰემოგლობინი, ასევე, შეიცავს-ცილა გლობინს. ის კი 4 ჯაჭვისგან შედგება. თალასემიის დროს ჯაჭვები იშლება და ერითროციტებში კუმულირდება. თალასემიის, მითუმეტეს მისი მძიმე ფორმების დროს, ჯანმრთელი ჰემოგლობინი,თითქმის ,ქრება. მის ადგილს იკავებს -ატიპური, ანომალიური ჰემოგლობინი. ის ადვილად მსხვრევადია, განსაკუთრებით–ტვინში, სისხლძარღვებში, კაპილარებში. კიდევ უფრო ადვილად მსხვრევადია შიმშილობის დროს. კატეგორიულად იკრძალება მედიცინაში და სიკვდილის ტოლფასია–ნებისმიერი სისხლით დაავადებით დაავადებულმა, მათ შორის თალასემიით–იშიმშილოს.თალასემიით დაავადებული ადამიანის ორგანოების ქსოვილები, ისედაც ქრონიკულად შიმშილობს ჟანგბადით.მათ მუდმივი ჰოპოქსია აქვთ. ამ დროს ქსოვილების დისტროფია ქრონიკულად ისედაც ხდება, ხოლო შიმშილობის დროს ასმაგდება. თალასემიის დროს სიხლში მატულობს დაუჟანგავი ნივთიერებები, მაგალითად რძემჟავა.რის გამოც მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა ირღვევა და მჟავიანობისკენ იხრება. ამ შემთხვევაში ორგანიზმის ქსოვილები, ძალიან შემცირებულ ჟანგბადს იღებენ. შიმშილობის დროს ეს ასმაგდება. პრეზიდენტს თრომბოზის ყოველწუთიერი მოსალოდნელობა აქვს. ის თავს წირავს ქვეყნის და ხალხის უკეთესი მომავლისთვის.რადგან ,ქვეყანას ბოლო შანსი აქვს დარჩენილი. ამ პროცესისადმი პასიურობა ღალატია, ხოლო ნიჰილიზმი და ცინიზმი მენტალობის რღვევის გამოხატულებაა. გამსახურდიას მკვლელობის ცოდვა, ხალხის გენეტიკაში გადავიდა. მიშა სააკაშვილის მსხვერპლშეწირვა და გმირობაზე დუმილიც და სიცილიც, გამომდინარე სამყაროს დადებითი და უარყოფითი მუხტების თეორიიდან, არავის უქადის , ბედნიერ , დადებით აურაში თბილ ცხოვრებას.