ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, უკვე აღდგენასაც გასცდა:
“ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. მიმდინარეობს აღდგენა და აღდგენასაც გაცსდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ადამიანები და ბიზნესები ჩვენ საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და არა იმპორტირებულს” – თქვა მინისტრმა.