ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეთექვსმეტე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა თავისზე ათი პოზიციით მაღლა მდგომ მეტოქეს პირველი სეტი მოუგო, ანგარიშით 6:3. მეორე სეტში ოთხი ქულა აიღო, ხოლო მესამეში – მხოლოდ ერთი.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე, ფინალის გზაზე ხუთი ეტაპი დაძლია. მოუგო ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (6:4, 6:3), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (4:6, 7:6, 6:2), რუს კარენ ხაჩანოვს (6:4, 7:6), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (6:4, 2:6, 6:4) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (7:6, 6:3).